დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა 29.9%-ით გაიზარდა

საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასის მქონე ადამიანების რაოდენობა 29.9%-ით გაიზარდა

2023-04-26 09:30:50

2023 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3%-ით არის გაზრდილი. 

როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თერექერში“ წერია, მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67.5%-ით არის გაზრდილი.

2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.1%-ს შეადგენდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები