დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი პირველია

საქართველოში ფულადი გზავნილებით რუსეთი პირველია

2023-02-15 16:18:22

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოში ფულად გზავნილებში 2023 წლის იანვარში რუსეთი პირველია. საიდანაც საქართველოში $267,62 მილიონი გადმოირიცხადა და წინა წელთან მატებამ 1096% შეადგინა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 60,14%-ია. 

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა:

1. რუსეთის ფედერაცია - $268 მილიონი, მატება წინა წელთან 1096%;

2. იტალია - $40 მილიონი, მატება წინა წელთან 18,94% ;

3. აშშ - $29 მილიონი, მატება წინა წელთან 40,83%;

4. საბერძნეთი - $18 მილიონი, მატება წინა წელთან 6,97%;

5. ისრაელი - $17 მილიონი, მატება წინა წელთან 14,50%;

6. გერმანია - $14 მილიონი, მატება წინა წელთან 61,79% ;

7. ყაზახეთი - $9 მილიონი, მატება წინა წელთან 32,07%;

8. თურქეთი - $8 მილიონი, მატება წინა წელთან 26,14%;

9. ყირგიზეთი - $5 მილიონი, მატება წინა წელთან 60,15%;

10. ესპანეთი - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 4,87%;

2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები