დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში პომიდვრის 99%-ი თურქეთიდან შემოდის

საქართველოში პომიდვრის 99%-ი თურქეთიდან შემოდის

2023-04-02 14:00:28

საქსტატის  მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 1,514.49 ათასი დოლარის ღირებულების 3,610.01 ტონა პომიდორი შემოვიდა, რაც 43%-ით  ზრდას აჩვენებს.

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 2,517.06 ტონა პომიდორის იმპორტი განხორციელდა. 

ორი თვის მაჩვენებლებით, ქვეყანაში შემოსული პომიდორის იმპორტის 99%-ი თურქეთზე მოდის. საქსტატის მაჩვენებლებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში პომიდორი სულ სამი ქვეყნიდან შემოვიდა:

  • თურქეთი - 3,561.98 ტონა - 1,484.57 ათასი დოლარი,
  • ირანი - 38.52 ტონა - 16.79 ათასი დოლარი,
  • ეგვიპტე - 9.51 ტონა - 13.13 ათასი დოლარი.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით ქვეყანამ ყველაზე მეტი პომიდორი 2016 წელს იყიდა, მაშინ პომიდორის იმპორტმა 21,890.00 ტონა შეადგინა. შემდეგ ყველაზე მეტი შესყიდვა 2022 წელს განხორციელდა. ირკვევა, რომ გასულ წელს ქვეყანამ 20,141.10 ტონა პომიდორი იყიდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები