დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსთვის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების მთავარი იმპორტიორი რუსეთია

საქართველოსთვის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების მთავარი იმპორტიორი რუსეთია

2023-03-31 11:30:47

საქართველოში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი 29%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 52,783.08 ათასი დოლარის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული სამშენებლო პროდუქციის ღირებულება 37 638,61 ათას დოლარს შეადგენდა. 

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები იმპორტი ქვეყანაში მზარდია. მაგალითად, 2022 წელს ზრდა 2021 წელთან შედარებით 42%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქვეყანაში 316,875.17 ათასი დოლარის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები იმპორტი დაფიქსირდა, 2021 წელს კი 222,698.80 ათასი დოლარის.

სად ყიდულობს საქართველო სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს?

ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ამ მიმართულებითაც რუსეთია. მეორე ადგილზე კი თურქეთი. არსებული მაჩვენებლებით საქართველოში იმპორტირებული სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების 23%-ი, ღირებულებით ჭრილში, რუსეთიდანაა შემოტანილი.

2022 წელს ქვეყანაში შემოტანილი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი ქვეყნების მიხედვით:

  • რუსეთი - 73,494.39 ათასი დოლარი,
  • თურქეთი - 57,168.76 ათასი დოლარი,
  • ირანი - 44,814.81 ათასი დოლარი,
  • ჩინეთი - 32,631.03 ათასი დოლარი,
  • ესპანეთი - 25,509.17 ათასი დოლარი,
  • სომხეთი - 15,273.17 ათასი დოლარი,
  • იტალია - 9,548.00 ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 8,534.67 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 7,425.07 ათასი დოლარი,
  • ინდოეთი - 6,177.67 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები