დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართვლოს სტატისტიკის სისტემა ევროპის ოცეულში 18-ე ადგილზეა

საქართვლოს სტატისტიკის სისტემა ევროპის ოცეულში 18-ე ადგილზეა

2023-02-17 11:23:43

ორგანიზაცია "Open Data Watch"-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. 

 

ODIN-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.

 

ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა,  ბულგარეთი და ჩეხეთი) და  ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-18 ადგილი უკავია.  

 

იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მალაიზია. 

 

ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას "Open Data Watch" უკვე მეშვიდე  წელია ახორციელებს.   შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://odin.opendatawatch.com/Report/countryProfileUpdated/GEO?year=2022. ამასთან, სისტემა  წლების მიხედვით მონაცემების  შედარების საშუალებასაც იძლევა.        

 

2022 წელს ღია მონაცემთა შეფასება 192 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერობს და პირველ ადგილზეა. 

 

შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა,  ენერგეტიკა და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია "Open Data Watch"-ის ვებ-გვერდზე.

 

ODIN-ის 2022/23 წლის ანგარიში, რომელშიც შესულია მონაცემები საქართველოს შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე odin.opendatawatch.com/report/worldMap

უახლესი

5 წუთის წინ

10 წუთის წინ

11 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები