დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„საქკაბელის“ ნაწარმი შესაძლოა, საუდის არაბეთის ბაზარზე გავიდეს

„საქკაბელის“ ნაწარმი შესაძლოა, საუდის არაბეთის ბაზარზე გავიდეს

2023-02-25 11:59:34

აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის მიზანია საქართველოში წარმოებული კაბელი არაბული ქვეყნების მსხვილ პროექტებში მოხვდეს, - ამის შესახებ Busieness Insaider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით ბიზნესპალატამ აქტიური მუშაობა დაიწყო მსხვილ ქართულ კომპანია „საქკაბელთან“, რომელიც ცოტახნის წინ ორგანიზაციის წევრი გახდა.

„საუდის არაბეთში“ დაახლოებით 200-მდე მსხვილი პროექტი ხორციელდება, რაც ქართული კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს“, - ამბობს ცირდავა და დასძენს, რომ შესაძლოა, „საქკაბელის“ ნაწარმი საუდის არაბეთის ბაზარზე გავიდეს, თუმცა მეტ დეტალზე არ საუბრობს.

მისივე თქმით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს, რომ ადგილობრივ კომპანიებს პარტნიორების მოძიებაში, ახალი ბაზრების იდენტიფიცირებასა და ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებზე წვდომაში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ სს საქკაბელი 1958 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში კაბელსა და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2 000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს,რომლის ექსპლუატაციის ვადაც 70-100 წელია.

2006 წლიდან ქარხანა ტექნოლოგიურად გადაიარაღდა. 2013 წელს მოხდა რებრედინგი, რის შედეგადაც კონტრაქტი გაფორმდა ფრანგულ კომპანია შნაიდერ ელექტრიკთან. 2016 წელს ქარხანა აღიჭურვა თანამედროვე ფრანგული პროგრამული და ელექტრონული დანადგარებით, რომელსაც  შნაიდერის სერთიფიცირებული ქართველი ოპერატორები მართავენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები