დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამართალდამცველებმა პარლამენტთან  წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

სამართალდამცველებმა პარლამენტთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

2023-03-07 21:31:56

სამართალდამცველებმა პარლამენტთან წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და აქციის დაშლა დაიწყეს.

სპეცრაზმი მობილიზებულია ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩების მხრიდან.

შსს  აქციის მონაწილეებს და ხმოვანი სიგნალით მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“,- მიმართავენ მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

მოქალაქეები პარლამენტთან ამ ფაქტს აქციაზე აპროტესტებენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები