დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

სამი ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის

2023-04-25 11:40:28

2023 წლის პირველ კვარტალში ექსპორტზე 24,113.51 ათასი დოლარის ღირებულების 0.86 ტონა ოქრო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე 32%-ით მეტია. 

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 21,397.62 ათასი დოლარის ღირებულების 0.65 ტონა  ოქრო (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) გაიტანა. 

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ოქროს ექსპორტი 3 ქვეყანაში განახორციელა, საიდანაც მთლიანი ექსპორტის 84%-ი შვეიცარიაზე მოდის. 

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ ოქროს ექსპორტი სემდეგ ქვეყნებში  განახორციელა:

  • შვეიცარია - 0.72 ტონა,
  • თურქეთი - 0.12 ტონა,  
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.2 ტონა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს ექსპორტი 2011 წელს დაფიქსირდა - 7.19 ტონა.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს ექსპორტის მაჩვენებლები 27%-ითაა გაზრდილი.

გასულ წელს ოქროს ექსპორტმა ღირებულებით ნაწილში 81,476.70 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო წონით ნაწილში 2.68 ტონა.

2022 წელს ოქრო საქართველოდან 4 ქვეყანაში შევიდა, საიდანაც 95%-ი შვეიცარიაზე მოდის. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები