დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სანქციების დარღვევის შემთხვევა არ გვქონია - პაპუნა ლეჟავა

სანქციების დარღვევის შემთხვევა არ გვქონია - პაპუნა ლეჟავა

2023-04-26 11:22:59

სანქციების დარღვევის შემთხვევა არ გვქონია, თუმცა ადეკვატური პრევენციის მექანიზმების პროცედურების არარსებობის გამო დაგვიჯარიმებია ფინანსური ინსტიტუტები, - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად განაცხადა, რომლის დაცვას საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, საეჭვო ტრანზაქციები როგორც ფულის გათეთრების და ისე სანქციების მიმართულებით ფიქსირდება, თუმცა, ეს ჩვეულებრივი პროცესია და ეს საეჭვო ტრანზაქციები შემდეგ შესაბამის უწყებებში რეპორტდება.

„თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სანქცია დაირღვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციას გაუჩნდა გაზრდილი ეჭვი. საეჭვო ტრანზაქციების დროს არის პროცედურა, რომელიც ფინანსურმა ინსტიტუტებმა და ბანკებმა უნდა გაატარონ და ამ პროცედურას მისდევს ყველა ჩვენი საზედამხედველო სუბიექტი“, - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

ლეჟავას განმარტებით, სებ-მა 2022 წლის თებერვალში განაცხადა, რომ საფინანსო სექტორმა უნდა დაიცვას სანქციები, რომელიც რუსეთს ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.

„ამის შემდეგ სებ-მა არაერთი ღონისძიება განახორციელა, რათა შეემცირებინა სანქციების გვერდის ავლის, ან დარღვევის რისკები, მათ შორის ჩვენ უკვე ივნისში გამოვყავით ცალკე რესურსი, გავაკეთეთ სებ-ში ორგანიზაციული რეფორმა და შეიქმნა ქვედანაყოფი, რომელიც სანქციების დაცვაზე იქნება ორიენტირებული და მუდმივად ვაკვირდებით ამ პროცესებს.

რა თქმა უნდა პერიოდულად არის შემთხვევები, როდესაც ვხედავთ გაზრდილ რისკებს და ამ რისკების მიმართ ვიღებთ შესაბამის ზომებს, რათა სანქციები არ იქნას დარღვეული. სანქციების დაცვა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სანქციები ირღვევა.

როგორც კი რისკებს ვხედავთ ჩვენ მაშინვე ვიღებთ ზომებს. უფრო პრევენციული ხასიათის მიდგომა გაქვს, რათა ეს რისკები არ მატერიალიზდეს სანქციების დარღვევაში.ყოველთვის, ყველა ჩვენს შემოწმებას თან ახლავს სანქციების შემოწმების ქვეკომპონენტი.

ჯარიმები არის, მაგრამ ეს ჯარიმები არ ნიშნავს, რომ სანქცია დაირღვა. ჯარიმები წესდება მაგალითად გარკვეული დოკუმენტების არარსებობაზე, რეპორტინგის შემთხვევაში ხარვეზებზე, გარკვეული პროცედურების არარსებობაზე ბანკებში და ასე შემდეგ. ეს ფულის გათეთრებისა და სანქციების დაცვის მიმართულებით მუდმივად ხდება ასეთი ტიპის შემოწმებები და ჯარიმები“, - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები