დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმროებში ზაფხულის ჯავშნები  უკვე 60 %-მდეა - Inn Group-ი

სასტუმროებში ზაფხულის ჯავშნები უკვე 60 %-მდეა - Inn Group-ი

2023-04-06 10:30:23

Inn Group-მა ზაფხულის სეზონისთვის წარმატებული სტარტი აიღო. როგორც აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჯავშნები უკვე 60%-ის დონეზეა და სეზონის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით გაიზრდება.

კოკაია ზამთრის სეზონსაც აფასებს და ამბობს, რომ უამინდობამ ამ მხრივ გარკვეული პრობლემა შექმნა და რთული პერიოდი იყო, თუმცა სადღესასწაულო პერიოდში და ბაკურიანის ჩემპიონატის ჩატარებამ მდგომარეობა გამოასწორა.

„მთელი იანვარი უთოვლო იყო, რაც სასტუმროს დატვირთულობაზეც ანალოგიურად აისახა. ბაკურიანში დიდი დადებითი ეფექტი მოახდინა ჩემპიონატის ჩატარებამ, თუმცა მთლიანობაში სახარბიელო სეზონი არ იყო. ახლა მთელი გულისყური ზაფხულისკენ არის მიპყრობილი, გაცილებით ადრე დავიწყეთ სამზადისი და ამ დროისთვის გაკეთებულია ჯავშნების 60%, ვიმედოვნებთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა კიდევ 30%-ით გაიზრდება, რაც წარმატებული სეზონის საწინდარია. დატვირთულობა ნამდვილად იქნება“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

რაც შეეხება ტურისტებს, მისი თქმით, ლიდერობენ არაბული ქვეყნები და შემდეგ ისრაელი, მოთხოვნა კი ყველა რეგიონშია.

„საკმაოდ აქტიური სეზონი გველის, ყველა რეგიონშია მოთხოვნა. ,,ბაკურიანი ინნ“ უფრო მაინც ადგილობრივ დამსვენებლებზე მუშაობს და წელსაც ასე იქნება, გუდაურში ძირითადად უცხოელები იქნებიან, თბილისში ჩვენი სასტუმროს დატვირთულობის 100% ისედაც უცხოელებზე მოდის. ქუთაისშიც უმეტესწილად უცხოელებს ველოდებით.

ამ ქალაქში ძალიან ბევრი ევროპელი დამსვენებელია, რადგან ქუთაისიდან ევროპული ავიარესიები სრულდება და ამ ფაქტორის გავლენა დიდია. ფასებთან დაკავშირებით ერეკლე კოკაია ამბობს, რომ შემოდგომაზე ტარიფები დაკორექტირდა და სერვისი 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით მეტია.

ცნობისთვის, Inn Group ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელიც 7 სასტუმროს, 3 საწარმოსა და 1 სამშენებლო კომპანიას აერთიანებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები