დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საუდის არაბეთის Flynas-ი საქართველოს მიმართულებით 4 ქალაქიდან იფრენს

საუდის არაბეთის Flynas-ი საქართველოს მიმართულებით 4 ქალაქიდან იფრენს

2023-03-23 18:30:14

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საუდის არაბეთის სხვადასხვა ქალაქიდან ფრენებს თბილისი და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს.

არსებული განრიგის მიხედვით, Flynas-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს შეასრულებს - რიადიდან, ჯედადან, დამამიდან და კასიმიდან, ხოლო ბათუმის მიმართულებით - რიადიდან, ჯედადან,  და დამამიდან.

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Flynas-ი დამამი-თბილისი-დამამს მიმართულებაზე კვირაში 4 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, რიადი-თბილისი- რიადის საჰაერო ხაზზე კი კვირაში 9 სიხშირით. ჯედა-თბილისი-ჯედას საჰაერო ხაზზე კი კვირაში მაქსიმუმ 8 სიხშირით, ხოლო კასიმი-თბილისი-კასიმის საჰაერო ხაზზე კი კვირაში 3 სიხშირით. 

რაც შეეხება ბათუმის მიმართულებას, დამამიდან ფრენა კვირაში 5 სიხშირით იგეგმება, ჯედადან 12 სიხშირით , ხოლო რიადიდან 14 სიხშირით. 

აღსანიშნავია, რომ 23 მარტს საუდის არაბეთში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი ავიაკომპანია Flynas-ის გენერალურ დირექტორ ბანდერ აბდულრაჰმან ალ-მოჰანას შეხვდა. .

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების საკითხი და მომავალი თანამშრომლობის გზები.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანიისთვის საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებას.

2022 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოს ეწვია 119,921 ტურისტი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები