დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სავალდებულო დაზღვევის შემოღება, ინდუსტრიაში ინვესტიციებს გაზრდის - ნინი ჯიბლაძე

სავალდებულო დაზღვევის შემოღება, ინდუსტრიაში ინვესტიციებს გაზრდის - ნინი ჯიბლაძე

2023-03-14 22:30:19

 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $2 მილიარდი შეადგინა. ზრდა წინა წელთან 66,1%-ია. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში ყველაზე მეტი 526.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. რით არის გამოწვეული სადაზღვევო სექტორის მიმზიდველობა? ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia-ს ალდაგის ფინანსურმა დირექტორმა ნინი ჯიბლაძემ უპასუხა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში 2022 წელს 526.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოში ინვესტორებს ეკონომიკის ეს დარგები ყველაზე მეტად აინტერესებთ. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია?

სავარაუდოდ ზრდა ძირითადად მოდის საფინანსო სექტორზე, რადგან სადაზღვევო სექტორში ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს არ არის არსებითად გაზრდილი.

ზოგადად, სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოში განვითარების ეტაპზეა. ჯერ კიდევ დაბალია პენეტრაცია სადაზღვევო პროდუქტების მოხმარების კუთხით. დაზღვევის სავალდებულო სახეობის შემოღებასთან ერთად ველოდებით ინდუსტრიის მეტად განვითარებას, რაც სექტორს ინვესტორებისთვისაც უფრო მიმზიდველს გახდის.

სადაზღვევო სექტორში რომელი პორტფელი აინტერესებთ ყველაზე მეტად ინვესტორებს?

სადაზღვევო სექტორში ინვესტორების დაინტერესება ძირითადად მიმართულია მესამე პირის წინაშე მძღოლის პასუხისმგებლობის სავალდებულო პროდუქტისკენ. როგორც იცით, დაზღვევის ეს სახეობა სავალდებულოა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში და საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი კანონპროექტის საბოლოო რედაქციასთან დაკავშირებით. სავალდებულო დაზღვევის შემოღება, როგორც აღვნიშნე, ხელს შეუწყობს სექტორში ინვესტიციების ზრდას, დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას და მოქალაქეების მხარეს, ქმედითი მექანიზმის არსებობას, რომელიც დაიცავს მათ არასასურველი ფინანსური ხარჯებისგან.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების 64.5% რეინვესტირებამ შეადგინა, თქვენი კომპანიის მაგალითზე სააქციო კაპიტალში განხორციელდა ინვესტირება თუ რეინვესტირების წილი უფრო მაღალი იყო?

„ალდაგს“ 2022 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, არ ჰქონია სააქციო კაპიტალში ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობა, შესაბამისად მოხდა მოგების რეინვესტირება. 80%-მდე გაიცა დივიდენდების სახით, ხოლო რეინვესტირების ინდექსი 20% იყო. ალდაგის გადახდისუნარიანობის ინდექსი დაახლოებით ორჯერ აღემატება მინიმალურ 100%-იან მოთხოვნას, რაც სადაზღვევო ინდუსტრიაში გამოგვარჩევს, როგორც ფინანსურად მდგრად და სტაბილურ კომპანიას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები