დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სავარგულებზე მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალის დაწვა 1 ჰა-ზე 1000 ლარით დაჯარიმდება

სავარგულებზე მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალის დაწვა 1 ჰა-ზე 1000 ლარით დაჯარიმდება

2023-04-03 10:29:05

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება,  თითოეულ გადამწვარ ჰექტარზე ფიზიკური პირის 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2 000 ლარით.

აღნიშნულს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. მოსავლის აღების შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სავარგულზე დარჩენილი ნაწვერალას ან მოგროვება და გატანა სავარგულიდან ან უნდა მოახდინოს მისი ჩახვნა ნიადაგში, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამ ხარჯების თავიდან აცილების მიზნით ისინი წვავენ დაეჩენილ ნაწვერალს. პროექტით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა რამდენჯერმე აღემატება ამ ხარჯებს, რათა სავარგულის მფლობელს არ უღირდეს სამართალდარღვევის ჩადენა და უზრუნველყოს ნაწვერალის განადგურება ისე რომ ზიანი არ მიაყენოს გარემოს.

ამასთან, ჯარიმის ოდენობა არის ადეკვატური და შესაბამისობაშია სამართალდარღვევის სიმძიმესთან. ნაკვეთების გადაწყვისას კი ასევე არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე, კერძოდ გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, ვინაიდან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გადახდევინებული ჯარიმები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები