დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულება მნიშვნელოვანია, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზარდელად - ლევან დავითაშვილი

საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულება მნიშვნელოვანია, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზარდელად - ლევან დავითაშვილი

2023-04-18 13:39:09

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, „ციფრული ნავსადგურები  - Digital Ports  I" ფაზის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" იმპლემენტაციის პროცესის ფინალურ ეტაპს მოიცავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, ასევე საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები,  პარტნიორები და სამუშაო ჯგუფის წევრები.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ - ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზარდელად.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის მიმართ, საერთაშორისო დონეზე ინტერესია გაზრდილი და ამიტომ, აუცილებელია, რომ ეფექტური და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების შეთავაზება შევძლოთ. ჩვენ დავნერგავთ ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბი," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

საქართველოს სანავსადგურე სექტორში  „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" (MSW) დანერგვის პროცესი საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამისა და აშშ-ს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს როგორც პროგრამულ, ისე სისტემის მატერიალურ უზრუნველყოფას. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს,????-ისა და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, უკვე დაწყებული აქვს საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (???) დანერგვის პროცესი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის (EUD) მხარდაჭერით, განხორციელდა „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" უშუალო განვითარებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავება, ხოლო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის - DAI ფარგლებში შეფასდა „საზღვაო ერთი ფანჯრის პრინციპის"  იმპლემენტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების რელევანტურობა, ასევე შემუშავდა გემის აგენტების პროგრამის რეგულირების მექანიზმი და საწვრთნელო პროგრამა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია MSW დანერგვის პროცესში.

პროექტი, ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, სანავსადგურე სექტორში ბოლო წლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

„ციფრული პორტები" გულისხმობს საპორტე სექტორში სახელმწიფო სერვისების გაციფრულებას და ერთი ონლაინ-პლატფორმის ქვეშ, ერთი ფანჯრის სისტემაში (MSW) გაერთიანებას. აღნიშნული სისტემის იმპლემენტაცია საქართველოს ნავსადგურებში გაამარტივებს და მთლიანად გააციფრულებს საქართველოს ნავსადგურებში გემის შესვლა/გასვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს სანავსადგურე და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, ხელს შეუწყობს უწყებათაშორის კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს პორტებში საჭირო პროცედურების დროს.

აღსანიშნია, რომ „ერთი ფანჯრის სისტემის" - „ციფრული ნავსადგურების" დანერგვით,  სრულად შესრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით საზღვაო სფეროში გათვალისწინებული დირექტივები და რეგულაციები. ქვეყნის საზღვაო სექტორი უპასუხებს ევროპულ სტანდარტებს, საპორტო სისტემები კი  თავსებადი იქნება ევროპულთან. საქართველოს სანავსადგურე სექტორში „საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" დანერგვის პროექტი არამხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ციფრული ჰაბის ფორმირებასაც შეუწყობს ხელს, რაც გააღრმავებს შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას.

პროექტს განახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული საკონსულტაციო კომპანია Hamburg Port Consulting (HPC), რომლის წარმომადგენლებმაც, ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს  პროექტის განხორციელების დეტალური გეგმა, მოსალოდნელი შედეგებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები