დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა 2021 წლიდან 112 სავალუტო პუნქტი და  32 მიკროსაფინასო ორგანიზაცია დააჯარიმა

სებ-მა 2021 წლიდან 112 სავალუტო პუნქტი და 32 მიკროსაფინასო ორგანიზაცია დააჯარიმა

2023-02-28 19:10:33

 

ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაწესება  მიზნად ისახავს მათი შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

 

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა  და ის 2020 წლიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება. 

 

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა.

 

2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:

  • კომერციული ბანკი 11
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 12
  • საბროკერო კომპანია 5
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 32
  • ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 3
  • სესხის გამცემი სუბიექტი 6
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 112

 

ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე

უახლესი

37 წუთის წინ

43 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები