დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკის წევრი,  გიორგი ფანგანი „თელმიკოს“ ავლაბრის სერვის ცენტრში მომხმარებელთა მომსახურების პროცესს გაეცნო

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი „თელმიკოს“ ავლაბრის სერვის ცენტრში მომხმარებელთა მომსახურების პროცესს გაეცნო

2023-05-15 17:59:35

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი ავლაბარში, თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის (თელმიკო) მომხმარებელთა მომსახურების ახალ ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.   სემეკის წევრის ვიზიტის ფარგლებში მომსახურების  ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი ფანგანი, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, „თელმიკოს“ თანამშრომლებს  შეხვდა და  მათგან მომხმარებელთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სემეკის წევრის თქმით, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა კომუნალური კომპანიისგან მიიღოს დროული და ხარისხიანი მომსახურება.

 „თელმიკო ახორციელებს თბილისის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ყველა რაიონში ჰქონდეს სერვის ცენტრები, სადაც მომხმარებელი მარტივად მიიღებს მისთვის საჭირო მომსახურებასა თუ კონსულტაციას. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებით გაზრდილია მომხმარებლის როლი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ კომუნალურმა კომპანიებმა ეტაპობრივად გაზარდონ მომსახურების ხარისხი, რაზეც სემეკი მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

 

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები