დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სერვისების ჩამონათვალში ყველაზე მეტად სანოტარო გადასახდელი გაძვირდა - მიზეზები

სერვისების ჩამონათვალში ყველაზე მეტად სანოტარო გადასახდელი გაძვირდა - მიზეზები

2023-03-06 12:11:17

სანოტარო მომსახურებაში ფასები რეკორდულად გაზრდილია. იმ პროდუქტების და სერვისების ჩამონათვალში, რომელიც თებერვალში, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 96%-ით გაძვირდა, სანოტარო გადასახდელი.

სანოტარო გადასახდელის გაძვირების მიზეზად სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის გააქტიურებას უკავშირებს, რაც თავის მხრივ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი, ბელორუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციამ განაპირობა.

„ინფლაციაში უდიდესი როლი შეასრულა უძრავ ქონებაზე და საცხოვრისზე ქირისა და იჯარის თანხის ზრდამ. ეს უკავშირდება ძირითადად ბელორუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან იძულებით ადგილნაცვალი პირების მასშტაბურ შემოდინებას საქართველოში საომარი მოქმედებების გამო. უძრავ ქონების გაფორმება ნოტარიული წესით ხდება თუ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ფაქტია, რომ სანოტარო მომსახურებაში ფასები კატასტროფულად არის გაძვირებული.

ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ არა სამომავლოდ, იმაზეა დამოკიდებული, რა სახეს მიიღებს რუსეთიდან მოქალაქეების მიგრაცია. თუკი რუსეთი მორიგ მობილიზაციას გამოაცხადებს, ცხადია, ამის გავლენას ყველაზე მეტად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი იგრძნობს, სხვა ალტერნატივა ამ ხალხს ჯერჯერობით არც აქვს", - ამბობს სტატისტიკოსი Business Insider georgia - თან.

საქსტატის თანახმად, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად 118%-ით ხახვის საფასური გაძვირდა. შემდეგ ადგილზე სანოტარო გადასახდელია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის ფედერაციის ათიათასობით მიგრანტი ჩამოვიდა. ეროვნული ბანკის მონაცემით, თუკი 2022 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქეებზე თბილისში დადებული ნასყიდობების 0.9% მოდიოდა, 2022 წლის ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 4.4%-ს მიაღწია.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გასულ წელს გაოთხმაგდა. რაც შეეხება ბათუმს, 2022 წლის იანვარში ტრანზაქციებში რუსების წილი 5% იყო, მაშინ როდესაც ნოემბერში ეს მაჩვენებელი 17.6%-მდე გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები