დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2023-04-24 13:24:47

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის - ალთინგის თავმჯდომარეს, ბირგირ ორმანსონს შეხვდა.

 

მხარეები  ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-ისლანდიის ურთიერთობების გააქტიურებას მიესალმნენ. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ამ კუთხით, აღინიშნა, რომ მ/წ შემოდგომაზე დღის წესრიგში დგას ისლანდიის პრეზიდენტ გუთნი იოჰანესონის ვიზიტი საქართველოში.

 

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და, ამ საკითხზე, ისლანდიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

 

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის ზეგავლენას საქართველოზე.

 

ბირგირ ორმანსონმა გამოხატა ისლანდიის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი და, ასევე, გაუზიარა შალვა პაპუაშვილს ისლანდიის, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნის, ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილება.

 

მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში.

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები