დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

2023-04-24 18:23:18

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან ერთად კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიუს შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული კვიპროსის გამოცდილება. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღარ მოხდეს საქართველოს დიფერენციაცია უკრაინასა და მოლდოვასგან და იმედი გამოთქვა, რომ კვიპროსი დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

 

ანიტა დემეტრიუმ გამოხატა კვიპროსის სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ გზაზე კვიპროსი საქართველოს გვერდით დგას. 

 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ანიტა დემეტრიუმ შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით კვიპროსზე მიიწვია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები