დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოხდეს - საკანონმდებლო ინიციატივა

შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოხდეს - საკანონმდებლო ინიციატივა

2023-05-12 15:54:52

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალ სერვისს შესთავაზებს. საკანონმდებლო ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის. 

საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივებას ითვალისწინებს.

სერვისი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გააცნეს.

„იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ბიზნესასოციაციაში ბიზნეს-სექტორს წარვუდგინეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის პრეზენტაცია, რომელიც არის იჯარა-ქირავნობის ხელშეკრულებისა და სასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია.

პროექტის ამოქმედების შემდეგ ბინის მესაკუთრე შეძლებს მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს არაკეთილსინდისიერი დამქირავებლის გამოსახლება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ხოლო სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაციის შემთხვევაში, აპლიკანტი გამარტივებული წესით შეძლებს აღიდგინოს მისი დარღვეული უფლება“, -  განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ. 

„ის რომ გარკვეულ ხელშეკრულებებზე გამარტივებული აღსრულება შემოდის და ამ ტიპის სერვისს ვთავაზობთ დღეს ბიზნესს, ნამდვილად მისასალმებელია. ბოზნესი ძალიან კარგად ხვდება, რომ მათთვის წლობით დაუსრულებელი პროცესები საასამართლოში, მოგვარდეს ამ გამარტივებული ურთიერთობებით. ვფიქრობ ინტერესესი მაღალია“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. 

„ძალიან აქტუალურ თემას სევეხეთ. ესაა ქირავნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულება. ძალიან ბევრი ხელშეკრულება,რომელიც საბოლოო ჯამში სასამართლების გატვირთულობის გამო მუდმივად არის პრობლემატური, ამიტომ ეს ინიციატივა გულისხმობს ადრეულ ეტაპე ამ ნორმის რეგისტრაციასა და შემდგომ აღსრულებას. ძალიან დროული ინიციატივაა“, - ამბობს „რენტალსის“ მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი. 

„პროექტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების) რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინების ან/და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

ახალი სერვისის მიზანი ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნაა, რაც მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა. 2015 წლამდე უძრავ ქონებაში უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირის გამოყვანა პოლიციის ძალით იყო შესაძლებელი; 2016 წლიდან პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა/გამოსახლება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების პოლიციის მიერაა შესაძლებელი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები