დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოვში, $140 მილიონიანი ინვესტიციით, სამი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება - გიორგი ჯახუტაშვილი

შოვში, $140 მილიონიანი ინვესტიციით, სამი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება - გიორგი ჯახუტაშვილი

2023-04-27 14:57:52

 

სამი მოთამაშე, ყაზახური ბიზნეს-ჯგუფი „ევრაზია ინვესტმენტი“ და ორი ქართველი ინვესტორი, S140 მილიონის საინვესტიციო პორტფელის ფარგლებში, შოვში სამ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ააშენებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა განუცხადა.

„იგეგმება 3 დიდი სასტუმროს მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სამივე იქნება საერთაშორისო დონის ბრენდი. შეიქმნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ კურორტი ოთხ სეზონიანი გახდეს“, - ამბობს ჯახუტაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ყაზახური ბიზნეს-ჯგუფი და ქართველი მსხვილი მესაკუთრეები, მუშაობენ, რომ შოვის განაშენიანება მოხდეს ერთი გეგმის მიხედვით და მომხმარებელს შესთავაზონ ის პროდუქტი, რაც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული.

„ვცდილობთ დამტკიცებული გეგმა, რეალურ არქიტექტურულ პროექტებში გადავიყვანოთ. ვფიქრობთ, რომ 2024 წლის გაზაფხულზე შოვში უკვე კონკრეტული სამუშაოები დაიწყება“, - ამბობს ჯახუტაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ყაზახეთის ბიზნეს-ჯგუფის და უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიის“ მონაწილეობითა და საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეიქმნა შოვის ერთიანი განვითარების ხედვა და გეგმა, რის შემდეგაც სახელმწიფოსთან კოორდინაციით 2022 წლის დეკემბერში გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია შეთანხმდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

20 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები