დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მლნ ტონამდე გაიზრდება - რა როლი აქვს საქართველოს

შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მლნ ტონამდე გაიზრდება - რა როლი აქვს საქართველოს

2023-04-19 14:29:29

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გამტარუნარიანობა 2025 წლისთვის 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა TMTM-ის კიდევ უფრო განვითარებას ცდილობს .

„გასულ წელს ამ მარშუტით (TMTM) გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაორმაგდა და 1,7 მლნ ტონას მიაღწია. ამავდროულად, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან გაფორმებული საგზაო რუქების განხორციელების წყალობით, წელს TMTM-ით 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება, ხოლო 2025 წლამდე მარშრუტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს.

ცნობისთვის, საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. ქვეყნის მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს -  გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობა და დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

შეგახსენებთ, რომ  გასული წლის ოქტომბერში  თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.

ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები