დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა

შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა

2023-03-16 09:08:21

შუა დერეფნის ქვეყნების საბაჟო ორგანოებისთვის „ერთი სატრანზიტო პორტალი“ www.mc-transit.net-ი შეიქმნა. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით,  ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტატისტიკის მთავარი დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რაუფ გულიევმა ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. 

გულიევის თქმით, სატრანზიტო ოპერაციების დროს პორტალზე მითითებული მონაცემები დერეფნის ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამჟამად პორტალზე მუშაობა მიმდინარეობს და მალე ამოქმედდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები