დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეიცარული Accor-ი და „არქი“ ქობულეთში სასტუმრო Mövenpick-ს გახსნიან

შვეიცარული Accor-ი და „არქი“ ქობულეთში სასტუმრო Mövenpick-ს გახსნიან

2023-04-15 00:01:46

მსოფლიოში ლიდერი სასტუმროების ჯგუფი Accor-ი, ქართულ დეველოპერულ კომპანია „არქისთან“ თანამშრომლობით, საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე 2028 წელს პირველი Mövenpick- ის სასტუმროს გახსნის.

Mövenpick Kobuleti ტურისტებს შვეიცარიული სტანდარტის სტუმართმოყვარეობას, მაღალი დონის გასტრონომიას, საინტერესო საოჯახო შეთავაზებებს, საბავშო სივრცეებს და დამატებით პრივილეგიებს შესთავაზებს. 

„მოხარულები ვართ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე წარმოგიდგინოთ ჩვენი პრემიუმ შვეიცარიული ბრენდი Mövenpick-ი. ქობულეთი საოჯახო დასვენებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ითვლება. ქობულეთში არის რბილი სუბტროპიკული კლიმატის უნიკალური კომბინაცია, სუფთა კარგად მოვლილი სანაპიროები და უძველესი არქიტექტურული ძეგლები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ კურორტს გვერდს ვერ ავუვლიდით. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი სასტუმროს გახსნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კურორტის პოპულარიზებაში, როგორც საერთაშორისო მოგზაურებში, ისე ადგილობრივებში. მთელი რეგიონის მასშტაბით საქართველო გამოირჩევა ტურიზმის პერსპექტიულობით და Accor-ის მიზანია საქართველოში დაიკავოს  წამყვანი პოზიცია. მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი პარტნიორის - არქის მიმართ ნდობისთვის და მოუთმენლად ველით ამ მშვენიერი პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის COO-ს წარმომადგენელი.

ახალი სასტუმრო დაიკავებს რამდენიმე სართულს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაში, რომელიც კეთილმოწყობილი სანაპიროდან ფეხით სავალ მანძილზეა.

ექსკლუზიური Mövenpick Kobuleti 120 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს მოიცავს, სტანდარტული ორადგილიანი ნომრიდან ლუქსის ჩათვლით. სასტუმრო მორგებულია დამსვენებლების კომფორტზე და მოიცავს რესტორანს მაღალი კლასის სამზარეულოთი, კოქტეილ ბარსა და სუში ბარს, თანამედროვე სპორტულ დარბაზს, ორ საცურაო აუზს და გამაჯანსაღებელ ცენტრს. სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად მოეწყობა ტრადიციული შოკოლადის საათი, რომლის განმავლობაშიც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ  შოკოლადისგან დამზადებული უგემრიელესი დესერტები და Mövenpick-ის ხელნაკეთი ტკბილეული. ხოლო Mövenpick Family-ის პროგრამა ითვალისწინებს გასართობ აქტივობებს საბავშვო კლუბში და სპეციალურ მენიუს ბავშვიანი ოჯახებისთვის.

„არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. გარდა საცხოვრებელი კომპლექსებისა, გასული წლების განმავლობაში აქტიურად ვართ დაკავებული ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების სასტუმროების მშენებლობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და კურორტზე. როდესაც ქობულეთის პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, აშკარა გახდა, რომ სასტუმროს მასშტაბურობისა და მრავალი უპირატესობის გამო პრემიუმ კლასის ბრენდთან პარტნიორობა გვჭირდებოდა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ Accor-თან, სასტუმროების მსოფლიოს ლიდერ  ჯგუფთან და გავაერთიანოთ ჩვენი გამოცდილებები იმისთვის, რომ შევქმნათ პრემიუმ სტანდარტის სასტუმრო. ჩვენ გვჯერა, რომ Mövenpick ქობულეთში გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო Accor-ის ერთგული მომხმარებლისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის“, - ამბობს ლაშა სილაგაძე, Archi Hospitality-ის დირექტორი.

Accor მსოფლიოში ლიდერი სასტუმროების ჯგუფია, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანაში 5 400 სასტუმროს, 10 000 საკვებ ობიექტს, გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და მოქნილ სამუშაო სივცრეებს ფლობს. ჯგუფს აქვს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სასტუმროების ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ პრემიუმ, ეკონომ და Ennismore-ის ფარგლებში lifestyle ბრენდს.

1967 წელს დაარსებული Accor SA-ს სათავო ოფისი მდებარეობს საფრანგეთში და საჯაროდ არის წარმოდგენილი Euronext Paris-ზე (ISIN კოდი: FR0000120404) და OTC Market-ზე (Ticker: ACCYY) შეერთებულ შტატებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.group.accor.com.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები