დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური - შს მინისტრი

შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური - შს მინისტრი

2023-02-21 18:42:46

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, მრავალფუნქციურია.

მისივე თქმით, შვეულმფრენებით საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებაა შესაძლებელი. 

„სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2023 წელს დაგეგმილია სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს უსმენენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები