დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოციალურად დაუცველების კერძო სექტორში დასაქმებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდება - მიხეილ ჭელიძე

სოციალურად დაუცველების კერძო სექტორში დასაქმებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი შემცირდება - მიხეილ ჭელიძე

2023-04-26 12:30:58

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის თქმით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ კერძო სექტორში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დასაქმდნენ, ამ საკითხზე მთავრობა ბიზნესთან შუამდგომლობს.

ჭელიძის შეფასებით, მხარეები სავარაუდოდ შეთანხმდებიან, თუმცა ამით შრომის ბაზარზე არსებული ვითარება ძირეულად ვერ გამოსწორდება, უბრალოდ ფორმალიზაციას მოახდენს, რაც საბოლოოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს შეამცირებს.

ჭელიძის თქმით, ბაზარზე იმდენად დიდია კადრებზე მოთხოვნა, რომ სამუშაოს მაძიებლებისთვის ბარიერი ფაქტობრივად არ არის.

მთავრობა გეგმავს, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საზოგადოებრივი სამუშაოებიდან ღია შრომით ბაზარზე დაასაქმონ. ეს მდგომარეობას გარკვეულწილად მოაგვარებს, რადგან აქამდე სოციალურად დაუცველების ნაწილი დასაქმებაზე უარს ამბობდა ან ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა. უფრო ფორმალიზაციას მოახდენს, ვიდრე დავუშვათ, მიწოდების მატებას.

ცხადია, ზრდა ამ მიმართულებითაც იქნება, მაგრამ უმნიშვნელოდ. მოქალაქის დასაქმებისთვის დღეს არანაირი ბარიერი არ არის, რადგან კადრებზე მოთხოვნა დიდია. არ ველოდები მკვეთრ ცვლილებას, მაგრამ ფორმალიზაცია მოიმატებს. ადამიანებს შემოსავალი გაუჩნდებათ და უფრო აქტიურად ჩაებმებიან შრომის ბაზარზე, რაც თავისთავად ჩრდილოვანი ეკონომიკის წილს შეამცირებს", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

მისი თქმით, კერძო სექტორში კადრებზე მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. საუბარია პროფესიულ კადრებზე და არა უმაღლესი განათლების მქონე პირებზე, ვინაიდან რეალურად არ მზადდება სათანადო კადრი, პროფესიულ სასწავლებლებში არ მიდის ის კონტინგენტი, რამდენიც შრომის ბაზარს სჭირდება.

როგორც ჭელიძე აღნიშნავს, დიდი პრობლემაა პროფესიული კადრების გადინება როგორც სეზონურ, ასევე არასეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით.

ცნობისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში 31 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა 34  227 სოციალურად დაუცველ პირს მიეცა. ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 11 384 პირი, ხოლო არაფორმალური საქმიანობის ფორმალიზება 1 860 პირმა მოახდინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები