დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

„სპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

2023-04-03 14:08:23

დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საკითხების უზრუნველსაყოფად „სპორტის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ანტიდოპინგური სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა და იგი მიზნად ისახავს საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ეროვნულ კანონმდებლობაში დოპინგის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების ასახვას.

 

კომიტეტის წევრებმა ცვლილებების მიღების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და აღინიშნეს, რომ ანტიდოპინგური რეგულაციების ვერ მიღების შემთხვევაში, ქართველ სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე და შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღება შეეზღუდება.

 

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, „სპორტის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები