დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„Starring Georgia" იქნება დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე და  ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით" - ლევან დავითაშვილი

„Starring Georgia" იქნება დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით" - ლევან დავითაშვილი

2023-04-25 12:53:12

„ქვეყანა ტურისტულად - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობ, სხვა ეტაპზე გადადის. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები იზრდება და გეგმაშია, რომ „ბლექ სი არენა"-ს პოტენციალი სრულად ავითვისოთ - მაქსიმალურად წარმატებული, პოპულარული შემსრულებლები მოვიწვიოთ, მათ შორის ვარსკვლავები", - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში მასშტაბური კამპანიის - „Starring Georgia"-ს ფარგლებში დაგეგმილი უცხოელი შემსრულებლების ჩამოსვლაზე საუბრისას.

 

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ასეთი ინიციატივის წარმატებული მაგალითები წარსულშიც გვქონდა - ის Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ პროექტს ასახელებს. მინისტრის აზრით, წელს დაგეგმილი ცნობილის არტისტების კონცერტები მოიზიდავს არა მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ ვიზიტორებს მთელი რეგიონიდან და მეტიც, უფრო შორეული ქვეყნებიდანაც.

 

„ჩვენ ამაზე გვქონდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, როგორც ტურიზმზე, ეკონომიკაზე გავლენის კუთხით და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან ამ ვარსკვლავების სანახავად საქართველოში ბევრი ახალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს და ზოგადად, ეს იქნება ძალიან პოზიტიური დინამიკა საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სასურველია, რეგულარულად მიმდინარეობდეს ასეთი კამპანიები, რომელთა ფარგლებშიც საქართველოში მაღალი ხარისხის შემსრულებლები რეგულარულად ჩამოვლენ. „Starring Georgia"-ს იდეა ის არის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო პოპულარული შემსრულებლები გვეყოლება", - აღნიშნა მინისტრმა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები