დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Starring Georgia-ს მასშტაბური ღონისძიებები, საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიო კალენდარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს – მაია ომიაძე

Starring Georgia-ს მასშტაბური ღონისძიებები, საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიო კალენდარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს – მაია ომიაძე

2023-06-08 11:27:00

საქართველოში, Starring Georgia-ს ფარგლებში Bruno Mars-ი იმღერებს. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს, ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება.

მისივე განმარტებით, Starring Georgia-ს ფარგლებში იქნება ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა.

„1-ელ ოქტომბერს საქართველოს ამერიკელი მეგა ვარსკვლავი ბრუნო მარსი ეწვევა და ის კონცერტს გამართავს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე ადამიანი შეძლებს დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც ქართველი მოგზაურებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რომ მეგავარსკვლავს მოუსმინონ. ასევე აღსანიშნავია, რომ  Starring Georgia-ს ფარგლებში ეს არის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა.

თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ ელვისებური სისწრაფით იყიდება ბილეთები. 20 ივნისიდან შეძლებს მსმენელი, რომ ბილეთები შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებზე შეიძინოს. ასევე აღსანიშნავია, რომ  Starring Georgia არის საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ივენთ კალენდარი, მასშტაბური ღონისძიებების კალენდარი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს საერთაშორისო, მსოფლიო კალენდარზე ღირსეული ადგილი დაიკავოს“, - აცხადებს მაია ომიაძე.

15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars-ი, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.

პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა.

„Starring Georgia 2 წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან საქართველოს ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream“,-აცხადებენ კომპანიაში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები