დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტარტაპ ეკოსისტემაში კერძო სექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია

სტარტაპ ეკოსისტემაში კერძო სექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია

2023-03-22 10:38:58

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის შედეგების პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერის 5 წელი და ის პროექტები შეჯამდა, რომელიც  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

მსოფლიო ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, 2018 წლიდან დღემდე ჯამურად დაფინანსდა 186 პროექტი და შეიქმნა 3000 მეტი სამუშაო ადგილი. სასიხარულო ფაქტია, რომ ქართული სტარტაპებიგანაგრძობენ განვითარებასა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის წარმოჩენას გლობალურბაზარზე.

 

ქართული სტრატაპების წარმატებასა და განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე მეტყველებსფინანსური ინდიკატორები. ჯიტას მიერ  დაფინანსებული სტარტაპების შემოსავლები 120 მილიონლარს აღწევს, როდესაც მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა 32 მილიონი ლარია. განსაკუთრებით გასახარია, რომ ეს შემოსავლები მიღებულია უშუალოდ პროდუქტებისა დამომსახურების რეალიზაციით და ამ 120 მილიონში არ შედის სტარტაპების მიერ მოზიდულიინვესტიციები.

პრეზენტაციაზე ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ინოვაციების ეკოსისტემისგანვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე- კერძო ინვესტორების ჩართულობასადა ქართული სტარტაპების დაფინანსებაზე.  ახლად ჩამოყალიბებულ სტარტაპ ეკოსისტემაში კერძოსექტორისგან მიღებულმა ფინანსურმა სარგებელმა 450 მილიონ ლარს მიაღწია, რაც სტარტაპ ეკოსისტემის სწრაფ ზრდაზე  მეტყველებს.

ღონისძიებაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეული სტარტაპები გამოჰყო და დააჯილდოვა:

  • „გმირი პროექტი“ და მისი შემქმნელები - 3D გრაფიკოსი ივანე ნაზღაიძე და ნეიროქირურგი გიორგი გეგია. სწორედ ამ ორი ადამიანის თანამშრომლობით სიცოცხლის მეორე შანსი მიეცა 5 წლის ბავშვს, რომელსაც ჰიდროცეფალიის უიშვიათესი შემთხვევა ჰქონდა. ჯიტას ფაბლაბში 3D პრინტერზე დაიბეჭდა თავისქალის მოდელი, რომელზეც ჩატარდა სატესტო ოპერაცია და შედეგიც სახეზეა, ბავშვი განაგრძობს ცხოვრებას, გადის რეაბილიტაციას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 

 

 

 

  • საერთაშორისო აღიარება - ჯიტას მიერ 2021 წელს დაფინანსებული ხელოვნურ ინტელექტზედაფუძნებული ვებ პლატფორმა Theneo, რომელმაც შეძლო, მსოფლიოს  ყველაზე დიდტექნოლოგიურ კონფერენციაზევებ სამიტზეჩემპიონი სტარტაპი გამხდარიყო და ღირსეულად წარმოეჩინა ქართული სტარტაპ ეკოსისტემა.
  • პირველი გლობალურიექსითი“ - PulsarAI- პირველი ქართული სტარტაპი, რომელიცავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამSpinCar-მა იყიდა. PulsarAI- შეძლო ნიუ- იორკული კომპანიის დაინტერესება და გლობალურდონეზე წარმატებულიექსითი“ - განხორციელება.
  • ინვესტორი- ნომინაციის გამარჯვებული კალათბურთის ვარსკვლავი ზაზა ფაჩულიაა, რომელიც მუდმივად ეხმარება ქართულ სტარტაპებს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები