დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სურსათის უვნებლობაზე 2022 წელს 900-მდე შეტყობინება დაფიქსირდა - რა პრობლემებზე რეაგირებს მომხმარებელი

სურსათის უვნებლობაზე 2022 წელს 900-მდე შეტყობინება დაფიქსირდა - რა პრობლემებზე რეაგირებს მომხმარებელი

2023-04-06 10:00:32

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც სავაჭრო ობიექტებში შემჩნეულ დარღვევებთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე რეკავენ და რეაგირებას ითხოვენ.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის ვასილ კვერნაძის თქმით, მომხმარებლები საკუთარ უფლებებზე ბევრად უკეთ არიან ინფორმირებული, ვიდრე წინა წლებში.

ამასთან უფრო პრეტენზიულებიც არიან და მათ მიერვე შემჩნეულ დარღვევებს ცხელი ხაზის 15-01-ის მეშვეობით აფიქსირებენ. ვასილ ბასილაძის ინფორმაციით, 2022 წელს ცხელი ხაზით, სურსათის უვნებლობის მიმართულებით 900-მდე ადამიანმა ისარგებლა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 762-ს შეადგენდა.

„მომხმარებელიც გაიზარდა უფრო მეტად, ინფორმაცია აქვს და იცის, როგორ მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში, როცა სამომხმარებლო ობიექტში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით პრობლემას აწყდება. შესაბამისად, მოიმატა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობამ. მოქალაქეები ყველაზე მეტად სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დარღვევებზე, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტებზე რეკავენ.

ინტენსიურად ხდება მათ მიერ სხვადასხვა სახის შეუსაბამობის აღმოჩენა. ამასთან, მომხმარებელმა უკეთ იცის ეტიკეტირების წესი, პროდუქტის შეფუთვაზე რა საჭირო ინფორმაცია უნდა ეწეროს. რაც ძალიან კარგი პირობაა იმისთვის, რომ სამომხმარებლო ბაზარზე მეტი დაცულობა იყოს და სურსათის უვნებლობის საკითხი მაქსიმალურად მოგვარდეს ქვეყანაში“, - ამბობს ვასილ კვერნაძე Business Insider Georgia-თან.

მისი თქმით, ცხელ ხაზზე შეტყობინების შესვლის შემთხვევაში სურსათის ეროვნული სააგენტო მიმართავს დაუყოვნებლივი რეაგირების მეთოდს, ხოლო მომხმარებელს წერილობითი პასუხი ფაქტის მოკვლევასთან დაკავშირებით მაქსიმუმ 10 დღის ვადაში წარედგინება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები