დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, პირველი დაბრენდილი მატარებელი გაემგზავრა

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, პირველი დაბრენდილი მატარებელი გაემგზავრა

2023-05-01 11:05:00

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დღეს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით პირველი დაბრენდილი მატარებელი გაემგზავრა.

 შეგახსენებთ, რომ უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად 50 დღე რჩება. ჩემპიონატის მატჩები საქართველოს სამ დიდ ქალაქში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება.

დღესვე მატარებლების მონიტორებში ვიდეო რგოლები გაეშვა, რომელიც მგზავრებს ჩემპიონატთან დაკავშირებულ ინფორმაციას გააცნობს.

დაბრენდილი მატარებელი გამგზავრებამდე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაათვალიერეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები