დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის აეროპორტში მაისიდან SunExpress დაიწყებს ოპერირებას - ირაკლი ქარქაშაძე

თბილისის აეროპორტში მაისიდან SunExpress დაიწყებს ოპერირებას - ირაკლი ქარქაშაძე

2023-03-10 17:20:35

28 მაისიდან საქართველოში  ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress დაიწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს. ავიაკომპანიის ოპერირების შესახებ საბოლოო დეტალები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, SunExpress-ის მენეჯმენტთან ITB Berlin-ის ფარგლებში განიხილა.

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 28 ივნისიდან ანტალიიდან, 2 ივნისიდან იზმირიდან და 5 ივნისიდან დედაქალაქ ანკარადან  თბილისის მიმართულებით და პირიქით დაიწყებს ფრენებს. როგორც შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, ოპერირების დაწყებამდე, ავიაკომპანია ჩვენი ხელშეწყობით, თბილისში ტუროპერატორებისთვის და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობით შეხვედრას გამართავს, იმისთვის, რომ სამივე მიმართულებით ბილეთების გაყიდვების ზრდას შეუწყოს ხელი,-“ განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძემ.

თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

 SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები