დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა დაიწყება

თბილისში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა დაიწყება

2023-04-21 14:15:26

თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ.

ამასთან, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა.

„რაც შეეხება კვლევის მეთოდებსა და დროს ეს იქნება დამოკიდებული იმ მასშტაბზე, თუ რა არეალზე განხორციელდება კვლევა. ახლა სამუშაო პროცესში ვართ იმ ორგანიზაციასთან, რომელმაც კვლევა უნდა განახორციელოს. მიმდინარეობს რუკის შედგენა. მთელ ინფორმაციას შესაბამის ორგანიზაციას გადავცემთ, რის შემდეგაც დადგინდება აღრიცხვის მეთოდები. მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა თბილისში სავარაუდოდ აგვისტოში დასრულდება“, - აცხადებს გიორგი კობიაშვილი. 

ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები.

ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით მიუსაფარი ძაღლების კვლევისა და აღრიცხვისთვის საჭირო ბიუჯეტის მოცულობა და დაფინანსების წყაროები არ არის ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა. მაშინ თბილისში 45 ათასი ძაღლი აღირიცხა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები