დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში „ნიკორა“ 328 ფილიალს ფლობს, 34%-ი საბურთალოს რაიონშია

თბილისში „ნიკორა“ 328 ფილიალს ფლობს, 34%-ი საბურთალოს რაიონშია

2023-04-23 19:01:01

თბილისში „ნიკორა“ 328 ფილიალს ფლობს, 34%-ი საბურთალოს რაიონშია განლაგებული.

როგორც  სს „ნიკორა ტრეიდის“ ფილიალების განაწილების სქემიდან ირკვევა, საბურთალოს შემდეგ „ნიკორას“ ყველაზე მეტი ფილიალი სამგორში მდებარეობს, ანუ თბილისის მთლიანი ფილიალების 16%-ი.

თბილისში „ნიკორას“ ფილიალების განაწილება ასეთია:

  • საბურთალო -110;
  • სამგორი - 54;
  • ნაძალადევი -38;
  • გლდანი - 32;
  • ვაკე - 24;
  • დიდუბე - 23;
  • ისანი - 15;
  • ჩუღურეთი - 12;
  • კრწანისი - 11;
  • მთაწმინდა -9. 

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით „ნიკორა“ 509 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, თუმცა როგორც სს „ნიკორა ტრეიდში“ აცხადებენ, უახლოესი 2 თვის განმავლობაში „ნიკორას“ ფილიალების რაოდენობა 540- მიაღწევს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თვის ბოლომდე დამატებით 20 ფილიალი გაიხსნება, ხოლო ივნისის ბოლომდე დამატებით 11 სეზონური ფილიალის გახსნა იგეგმება.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ ქსელს ფლობს. მის სახელს უკავშირდება წარმატებული ბიზნეს გარიგებები სხვადასხვა კომპანიებთან. ჰიპერმარკეტ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი, ასევე ჰოთ-დოგ რუმი „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა.

ბოლო მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობამ 7 000-ს გადააჭარბა.

სს „ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წლის 21 მარტს, სს „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო.

ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან.

2018 წელს გამოუშვა ობლიგაციები , რომელთა ვადაც 3 წელია, ხოლო 2021 წელს ხელახლა გამოუშვა 3 წლიანი ვადით ობლიგაციები. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტი "გალტ & თაგარტი" უზრუნველყოფს, რომ "ნიკორა ტრეიდი"-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებული იყოს  საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალობას“,  - აღნიშნულია „ნიკორას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ნიკორა სუპერმარკეტი“ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს. კომპანიაში გარდა ადგილობრივისა, მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს შეიძინოს უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები