დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში ბათუმში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 230%-ით გაიზარდა

თებერვალში ბათუმში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 230%-ით გაიზარდა

2023-03-16 01:40:28

2023 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 42%-ით, 1,544 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 50%-ით გაიზარდა და 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

recov-ის ინფორმაციით, ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

თებერვალში ბათუმში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 230%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19% და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 22%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 895 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლოა, ძველ ბათუმში ფასების მნიშვნელოვნად ზრდით იყოს განპირობებული. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები