დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში ფულად გზავნილებში რუსეთი პირველია

თებერვალში ფულად გზავნილებში რუსეთი პირველია

2023-03-15 12:53:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი (985.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 103.0%-ით (188.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.6% მოდიოდა.

რუსეთიდან საქართველოში თებერვალში ფულადი გზავნილების სახით  $187.34  მილიონი ჩაირიცხა მატება წინა წელთან 754% -ია. 

 

ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

სულ

372.33

100.00%

103.0%

ევროკავშირის ქვეყნები

91.13

24.48%

16.53%

დანარჩენი ქვეყნები

281.19

75.52%

167.27%

   მათ შორის:

 

 

 

იტალია

38.88

10.44%

17.99%

საბერძნეთი

17.37

4.67%

12.34%

გერმანია

14.67

3.94%

28.99%

ესპანეთი

4.30

1.16%

-2.36%

საფრანგეთი

3.86

1.04%

1.20%

ირლანდია

2.87

0.77%

16.93%

პოლონეთი

1.95

0.52%

-22.40%

კვიპროსი

1.36

0.37%

52.32%

ნიდერლანდები

1.28

0.34%

131.89%

რუსეთის ფედერაცია

187.34

50.32%

753.72%

აშშ

30.45

8.18%

44.34%

ისრაელი

16.40

4.41%

16.38%

ყაზახეთი

12.90

3.46%

-6.43%

თურქეთი

8.77

2.36%

19.31%

ყირგიზეთი

6.18

1.66%

83.31%

აზერბაიჯანი

3.42

0.92%

-28.63%

გაერთიანებული სამეფო

3.31

0.89%

35.49%

ტაჯიკეთი

2.43

0.65%

71.02%

კანადა

1.61

0.43%

23.04%

სომხეთი

1.34

0.36%

29.53%

არაბთა გაერთიანებული საამიროები

1.24

0.33%

30.31%

2023 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.6 მლნ აშშ დოლარი (73.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის თებერვლის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები