დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში საერთაშორისო რეზერვები 3.7%-ით შემცირდა

თებერვალში საერთაშორისო რეზერვები 3.7%-ით შემცირდა

2023-03-13 10:57:08

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის თებერვალში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 18.2%-ით გაიზარდა და 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ამასთან, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 3.7%-ით შემცირდა (-179.1 მლნ აშშ დოლარი) იყო. რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 იანვრისთვის 4.899 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 2,2 მილიონი დოლარით შემცირდა.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობამ 4.901 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები