დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლით თბილსი პირველია

თებერვალში, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლით თბილსი პირველია

2023-04-03 09:30:43

2023 წლის თებერვლის თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1848 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 132 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,1%-ს შეადგენს. 

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი რეგიონულ ჭრილში ამგვარია: 

თბილისი - 634 (34,3%);

აჭარა - 237 (12,8%);

დასავლეთ საქართველო - 188 (10,2%);

ქვემო ქართლი - 187 (10,1%);

გენერალური პროკურატურა - 160 (8,7%);

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი -151 (8,2%);

კახეთი - 121 (6,5%);

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 113 (6,1%);

სამცხე-ჯავახეთი - 55 (3%0);

აფხაზეთი - 2 (0,1%);

2023 წლის თებერვლის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: 

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (სსკ მუხლები 108-116):

მკვლელობის მცდელობა (სსკ მუხლი 19-108) - 8;

განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (სსკ მუხლი 109) - 4;

განზრახ მკვლელობა (სსკ მუხლი 108) - 3;

თვითმკვლელობამდე მიყვანა (სსკ მუხლი 115) - 2;

სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (სსკ მუხლი 116) - 1;

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა (სსკ მუხლი 19-109) - 1;

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები