დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა

თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1% შეადგინა

2023-03-02 11:18:20

საქსტატის ცნობით, 2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

პროცენტული ცვლილება წინა თვესთან შედარებით:  

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.2%;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 0.0% ;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -1.2%;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი -0.4%;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 0.4% ;

ჯანმრთელობის დაცვა -4.9%, 

ტრანსპორტი -1.5%;

კავშირგაბმულობა -0.5%;

დასვენება, გართობა და კულტურა 0.1%

განათლება 0.0%;

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.3%;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.6%

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები