დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,თეგეტა მოტორსი“  თბილისში  ულტრათანამედროვე ახალ ფილიალს ხსნის

,,თეგეტა მოტორსი“ თბილისში ულტრათანამედროვე ახალ ფილიალს ხსნის

2023-04-23 11:01:35

 

რამდენიმე თვეში თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ,,თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი გაიხსნება. როგორც Business Insider Georgia- თან კომპანიაში განაცხადეს, ახალი ობიექტი ულტრათანამედროვე, უახლესი დანადგარებით იქნება აღჭურვილი და სრულიად განახლებული ბიზნესპროცესით მოემსახურება მომხმარებლებს.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ,,თეგეტა მოტორსის“ საქმიანობაში 2022 წელი ერთ-ერთი გამორჩეულია ზრდის დადებითი ტრენდით, რომელიც წელსაც გრძელდება.

„წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ვინარჩუნებთ ზრდის ტენდენციას. ჯამურად გვაქვს 20%-ზე მეტი ზრდა.

2023 წლის პირველ ნახევარში, პანდემიის დამთავრებამ მარაგების გაჯანსაღება გამოიწვია და ნაკლებია დეფიციტები. გავამყარეთ ურთიერთობები მომწოდებლებთან და დავიმატეთ ახალი ბრენდები. მათ შორის, პეტრონასი, რომელიც Formula 1-ის მრბოლელის, ლუი ჰამილტონის რჩეული ბრენდია. გარდა ამისა, 2022 წელს საცალო არხში 50,000-ზე მეტი ახალი უნიკალური მომხმარებელი დაგვემატა და გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. სატვირთო ავტომობილების მიმართულებით 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს 27%-ით გაიზარდა ბრუნვა.

საერთო ჯამში, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 50 000-ამდე სატვირთო შეაკეთეს. კომპანიას კორპორაციული მიმართულებით 2000-ზე მეტი მომხმარებელი დაემატა. კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული მომსახურების უზრუნველსაყოფად CRM პროგრამა დაინერგა

. 2022 წელს ქვეყანაში გაზრდილმა ტვირთბრუნვამ გაყიდვების ზრდა გამოიწვია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო TAX FREE მიმართულება და ამ არხშიც რეკორდული შედეგები დაფიქსირდა. რეალიზაციამ დაახლოებით 28 მილიონი შეადგინა“, - აცხადებს ,,თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით გასულ წელს კომპანია 500 000-მდე ავტომობილს მოემსახურა. მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ძირითადი წილს იკავებს 10 წლამდე ასაკის ავტომობილები. საავტომობილო მარკების მიხედვით ტოპ ხუთეული ესე გამოიყურება:

  • Toyota,
  • Mercedes-Benz,
  • BMW, Hyundai და Ford.

მოდელების მიხედვით კი:

  • Camry,
  • Prius,
  • Rav4,
  • E-class,
  • C-class.

,,საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს 2023 წლისთვის, ბევრ სიახლეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს როგორც ახალი ბრენდების ასევე სერვისცენტრების კუთხით. მშენებლობა მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში იგეგმება თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ფილიალის გახსნა, რომელიც ულტრათანამედროვე, უახლესი დანადგარებით იქნება აღჭურვილი და სრულიად განახლებული ბიზნესპროცესით მოემსახურება მომხმარებლებს“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოს მასშტაბით 28 ფილიალითაა წარმოდგენილი, სადაც 1500 მდე თანამშრომელია დასაქმებული.

საინტერესოა მიდგომა, რითაც კომპანია კადრების სიმცირის საკითხის მოგვარებას ცდილობს. ამ მხრივ საინტერესოა პროგრამა „დაიწყე კარიერა თეგეტაში“, რომლის ფარგლებშიც კომპანია მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, კომპანიის მიერ დაფინანსებული რესურსით ისწავლოს და სწავლის დასრულების შემთხვევაში დასაქმდეს სასურველ პოზიციაზე, მიღებული ცოდნის გათვალისწინებით.

,,ჩვენი პოზიციები საკმაოდ სპეციფიკურია და თავის მხრივ ესეც ართულებს შესაბამისი კანდიდატების შერჩევის პროცესს. თუმცა ჩვენ ამ ყველაფრის დაბალანსებას ვცდილობთ იმით, რომ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლითაც ავტოინდუსტრიით დაინტერესებული კადრებს ვთავაზობთ ისწავლონ, განვითარდნენ და შემდეგ დასაქმდნენ ჩვენთან. მაგალითად, ასეთია მოსწავლე მექანიკოსების პროგრამა, სადაც მექანიკოსის პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ეს პროფესია სრულიად უფასოდ და შემდეგ დასაქმდნენ ჩვენთან. ასევე გვაქვს პროგრამა „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რომლის ფარგლებშიც დასაქმების მსურველებს კომპანიის მიერ დაფინანსებულ სწავლებას და სწავლის დასრულების შემთხვევაში მათი ინტერესების და ცოდნის გათვალისწინებით ვთავაზობთ პოზიციებს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა კადრების შერჩევის სწრაფი და მოკლე გზა, საკმაო დროს მოითხოვს, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბევრად ეფექტურია. რადგან ასეთი ფორმატით ვეცნობით ავტოსფეროთი დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, ჩვენ თვითონვე ვზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე და საბოლოო ჯამში ვიღებთ პროფესიონალ კადრებს.

კომპანია მუდმივად ზრუნავს არსებული კადრების გადამზადებასა და კარიერულ განვითარებაზე“, - აცხადებენ ,,თეგეტა მოტორსში“.

ცნობისთვის, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით.

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება.

„თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები