მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს

news image
mbc image

მეტი სარგებელი თითოეულ კილომეტრში – „თეგეტა“ ავტოპარკის მართვაზე მიდგომას ცვლის და ბიზნესს საშუალებას აძლევს რესურსები უფრო ოპტიმალურად გამოიყენოს. Price Per Kilometer – „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანია კორპორაციულ მომხმარებელს საბურავების შერჩევისას ახალ საფასო მოდელს სთავაზობს, რა დროსაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. ეს ნიშნავს, რომ საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსს წარმოადგენს. ხარჯთეფექტურობის ფორმულა კომპანიამ ამჯერად სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე გამოთვალა.

ნიკოლოზ მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი, PPK პროექტის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია რეალურ დანახარჯებზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს არა ყველაზე იაფი, არამედ ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება, გრძელვადიან პერსპექტივაში.

პრემიუმ ბრენდის პროდუქციის (საბურავის) გამოყენების შემთხვევაში ავტომობილს აქვს გაუმჯობესებული მართვადობა, მცირდება სამუხრუჭე მანძილი, მეტად დაცულია სატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილი. დაბალი ცვეთა და ტექნიკური ხარვეზების შემცირება კი, თავის მხრივ, ნაკლებ სერვისს მოითხოვს, უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რაც სატვირთო და კომერციული ავტოპარკის მფლობელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიებით წარმოებული პრემიუმ საბურავები საწვავის მოხმარებას 3-5%-ით ამცირებს. 

ჩვენი გზავნილი მკაფიო და მარტივად დათვლადია – პრემიუმ ხარისხის საბურავი არა ზედმეტი ხარჯი, არამედ ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობაა“

ჰოლდინგში აცხადებენ, რომ PPK ფორმულა ყველა იმ პრემიუმ ბრენდის პროდუქციას ერგება, რომლებსაც „თეგეტა“ ოფიციალურად წარმოადგენს, მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Continental თუ Pirelli. პროცესს უშუალოდ „თეგეტა“ წარმართავს პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერით. 

გამოთვლის მიმდინარეობა მარტივი და აბსოლუტურად გამჭვირვალეა: საბურავის მონტაჟის პროცესში „თეგეტა მოტორსის“ გუნდი დეტალურად ინიშნავს სატვირთო ავტომობილის მონაცემებს, მათ შორის, გარბენს. ამის შემდეგ იწყება ყოველთვიური მონიტორინგი. ინტენსიურად მოწმდება მაჩვენებლების ცვლილება, რაც საბურავის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე გრძელდება. შემდგომ საავტომობილო პროდუქტის (საბურავის) ღირებულება იყოფა განვლილ მანძილზე და დგინდება ფასი ერთ კილომეტრზე, რაც გაწეულ ხარჯებზე ნათელ სურათს იძლევა. კომპანიაში ამბობენ, რომ შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და უზუსტობის შემთხვევაში კონკურენტულ ბრენდებთან სხვაობის ასანაზღაურებლადაც მზად არიან. 

კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში შემუშავებული ეს მოდელი არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებას, არამედ გამართული ავტოპარკის მეშვეობით, მომხმარებლისთვის ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასაც ისახავს მიზნად.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

თეგეტა ბიზნესისთვის
image რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო

12.08.2026.13:44

„თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებას - თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ოფიციალური დილერია, ბრენდის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ორი მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა. კომპანიის მიღწევები ბაზრის რეკორდული წილისა და პროდუქტის დივერსიფიკაციის მიმართულებით რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა.

გიორგი ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მიღებული ჯილდოები ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი აღიარებაა და ადასტურებს, რომ განვითარების მოდელი, რომელსაც რეგიონში ვნერგავთ, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და JCB-ს მხრიდან მაღალი ნდობით სარგებლობს.

ბაზრის რეკორდული წილი ჩვენი თანმიმდევრული სტრატეგიისა და მომხმარებლების ნდობის შედეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდით როგორც გაყიდვების ზრდაზე, ისე თითოეულ ბაზარზე მდგრადი და გრძელვადიანი პოზიციის დამკვიდრებაზე. ის ფაქტი, რომ დღეს რეგიონში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ცხადყოფს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

პროდუქტის დივერსიფიკაციის კუთხით მომხმარებელს JCB-ს ტექნიკის ფართო არჩევანს ვთავაზობთ. წარმოდგენილი გვაქვს ბრენდის ცხრა ძირითადი პროდუქტის მიმართულება - Core 9, რაც საშუალებას გვაძლევს, სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან საჭიროებებს კომპლექსური გადაწყვეტით ვუპასუხოთ. პროდუქციის ფართო არჩევანი და ძლიერი გაყიდვების შემდგომი მომსახურება მომხმარებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“.

გასულ წელს ნაჩვენები რეკორდული შედეგებისთვის JCB-მ კომპანიას 2025 Market Share Record ჯილდო გადასცა. 2025 წელს „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ტექნიკით საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზრის 25%-იანი წილი მოიპოვა, ხოლო სომხეთში - 30%-იანი. ეს კომპანიისთვის - როგორც თითოეულ ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში - ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და, გაყიდვების შედეგებთან ერთად, მომხმარებლების ნდობასა და ბიზნესის განვითარების თანმიმდევრულ სტრატეგიას ასახავს.

მეორე ჯილდო - 2025 Full Line Dealer Award - კომპანიამ რეგიონში JCB-ს პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი პორტფელისთვის მიიღო. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ მომხმარებლებს მხოლოდ ერთი ტიპის ტექნიკას არ სთავაზობს - პორტფელი JCB-ს პროდუქციის ცხრა ძირითად მიმართულებას - Core 9-ს - მოიცავს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის საჭიროებაზე სრულყოფილი გადაწყვეტა კომპლექსურად, ერთ სივრცეში მიიღონ.

კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექნოლოგიურ განვითარებასაც. „თეგეტას“ რეგიონში ერთადერთი სპეციალიზებული Uptime Center აქვს, რომელიც JCB LiveLink-ის ტელემატიკური სისტემის მეშვეობით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში JCB-ს ტექნიკის მუშაობას აკონტროლებს. ცენტრი, ტექნიკურ მონაცემებთან ერთად, ოპერირების ეფექტიანობასა და სისტემურ შეტყობინებებზე რეაგირების პროცესსაც აანალიზებს, რაც პრევენციული ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკის მოცდენის შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების, სერვისების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად განაგრძობენ, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ 2007 წელს დაარსდა, 2019 წლიდან კი კავკასიის რეგიონში ოპერირებს. კომპანია მომხმარებლებს სამშენებლო, საგზაო, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალური დანიშნულების მძიმე ტექნიკას, ასევე სრულ საგარანტიო და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული მწარმოებლის, JCB-ს ოფიციალური დილერია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა