დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში  - მაია ომიაძე

თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში - მაია ომიაძე

2023-04-27 12:57:42

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის ახალი ბაზირებული ხომალდები და ახალი ევროპული მიმართულებები ემატება.

როგორც დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა, თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ​მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატება ნამდვილად აღსანიშნავი საკითხია. ზაფხულში მესამე ბაზირებული ხომალდიდან 5 ახალი მიმართულება დაემატება, ასევე გაიზრდება სიხშირეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვა.

თითოეული ახალი ხომალდი ნიშნავს ახალ მოგზაურს საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზაფხულის სეზონზე ველოდებით ბევრად მეტ ტურისტს. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული და კარგი სეზონი გვექნება“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს

2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად Wizz Air-ის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.

2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30 მდე გაიზრდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

28 წუთის წინ

11 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები