დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტკბილმა ქვეყანამ“ ორცხობილების წარმოება დროებით შეაჩერა

„ტკბილმა ქვეყანამ“ ორცხობილების წარმოება დროებით შეაჩერა

2023-04-11 10:29:29

პასკებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ,,ტკბილი ქვეყანა“ ორცხობილების წარმოებას დროებით აჩერებს.

როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი კახა ყრუაშვილი Business Insder Georgia-თან ამბობს საწარმო თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ პასკებზე არსებული მოთხოვნა უზრუნველყოს.

„მაქსიმალურად დავტვირთეთ წარმოება და პასკების სეგმენტზე მივმართეთ. ძალიან მაღალი მოთხოვნაა, ამიტომ იძულებული გავხდით, ორცხობილების მიმართულება დროებით გაგვეჩერებინა. ბაზარზე უკვე შეიმჩნევა დეფიციტი ამ პროდუქციაზე, თუმცა, როგორც კი სააღდგომო პერიოდი გაივლის, წარმოებას ჩვეულებრივ გავაგრძელებთ.

ამ ეტაპზე საწარმო თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ პასკებზე გაზრდილი მოთხოვნა უზრუნველვყოთ“, - აცხადებს კახა ყრუაშვილი.

მისი თქმით, წელს პასკაზე მოთხოვნა და რეალიზაციაც გაზრდილია.

რაც შეეხება ფასს, „ტკბილი ქვეყნის“ პასკის საბითუმო ღირებულება 11.90 ლარია. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოებული პასკების რაოდენობა 0,5 მილიონს აჭარბებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები