დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თხილის მოსავლიანობა გაიზარდა, ხარისხი პრობლემად რჩება  - ასოციაცია

თხილის მოსავლიანობა გაიზარდა, ხარისხი პრობლემად რჩება - ასოციაცია

2023-03-04 20:55:02

თხილის წარმოება ბოლო წლების განმავლობაში მზარდია, თუმცა ხარისხი კვლავ რჩება გამოწვევად.

ფაროსანას გავრცელებამ, რასაც სხვადასხვა პერიოდებში მცენარის  დაავადებების სიხშირემაც, ხარისხზე მძიმედ იმოქმედა.

როგორც  ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა Business Insider Georgia- თან ამბობს, მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა თუმცა ხშირად ფერმერები წამლობას არასწორად აახდენენ, ირღვევა ვადებთან დაკავშირებული პროცედურაც, რაც საბოლოდ ხარისხზე აისახება.

როგორიც თოდუა აღნიშნავს, ხარისხი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქართულ თხილს თურქულთან კონკურენციის გაწევა უჭირს.

„თხილის მოსავლიანობა გაიზარდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდა. ამას აქვს ობიექტური მიზეზიც, რადგან ფაროსანაც გავლენა გასულ წელსაც იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის აქტიური აგროღონისძიებების მეშვეობით მავნებლის დიდი ნაწილი განადგურდა. თუმცა წლებია საჭირო, რომ ფაროსანა საბოლოოდ დამარცხდეს.

ფერმერების ნაწილიც ხშირად შეცდომას უშვებს, შეამცირა წამლობა, რაც მყისიერად აისახა ხარისხზე. ზოგჯერ არც ამინდია ხელსაყრელი, ამ ყველაფერს მუშახელის სიმცირეც დაემატა. სამწუხაროდ, ჩვენ რეალურად ვერ ვუწევთ კონკურენციას თურქულ თხილს, რომლის მოსავლიანობა 2022 წელს საკმაოდ მაღალი იყო და ხარისხითაც გამოირჩეოდა. ეს მთავარი უპირატესობაა, რის გამოც თურქული თხილის მიმართ მეტი მოთხოვნაა და ამიტომ გამოირჩევა ევროპაში კონკურენტუნარიანი ფასითაც“, - ამბობს გიორგი თოდუა.

გიორგი თოდუას თქმით, თუ აგროვადების დაცვა და სწორი წამლობა მოხდება, თხილის ფასი 8-9 ლარს უპრობლემოდ მიაღწევს. წინა წლის მოსავალი მოსახლეობის უმეტესობამ 5 ლარზე ძვირად ვერ გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ თხილის ფასი დგინდება ხარისხის მიხედვით,  საღი გულების რაოდენობიდან გამომდინარე და 2-3 ლარიდან 8 ლარსაც აღწევს.

თუმცა მაღალ ფასად თხილის გაყიდვას ფერმერები იშვიათად ახერხებენ.

რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, ქართული თხილი წამყვან ხუთ ექსპორტიორ ქვეყანას შორის ყველაზე იაფი ღირს: 1 კილოგრამის ღირებულება 2,7-დან 5,9 დოლარამდე მერყეობს, მაშინ, როდესაც ამერიკულის ფასი 4,6-9,2 დოლარს შეადგენს, ხოლო თურქული თხილის ფასი 4,5-7,5  დოლარის ფარგლებშია.

თურქეთის წილი მსოფლიო თხილის მოსავლის  75%-ია. საქართველოს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები