დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 10 ექსპორტიორი კომპანია საქართველოდან, რომელმაც თურქეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა

TOP 10 ექსპორტიორი კომპანია საქართველოდან, რომელმაც თურქეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა

2023-02-23 17:00:21

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. თურქეთი საქართველოს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებში მეორეა.

თურქეთიდან საქართველოში 2023 წლის იანვარში $164.7 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ამ მხრივ თურქეთი მე-5 პოზიციაზეა.

2023 წლის იანვარში საქართველოდან თურქეთში $31 379. 5 ათასის ღირებულების პროდუქცია გავიდა. .  2022 წელს საქართველოდან თურქეთში $435,485.3 ათასის ღირებულების პროდუქცია ექსპორტირდა, ხოლო იმპორტმა $2,370,933.1 ათასი შეადგინა. 

ცნობილია, TOP 10 ექსპორტიორი კომპანია საქართველოდან, რომელმაც თურქეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა: 

  • შპს აჭარა ტექსტილე 
  • შპს ლეგომეტალ
  • შპს მბმ   
  • შპს მეტალოლამი 
  • შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია 
  • შპს სოლო შპს ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ 
  • შპს ჯე ტრეიდ 
  • შპს ჯი თი ემ გრუპ 
  • შპს ჯორჯიან ტექსტილი

საქსტატის მონაცემებით 2022 წლის სამ კვარტალში თურქეთიდან საქართველოში 107 385.7 ათასი აშშ  დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები