დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი საჰაერო ტვირთი გადაზიდა  - რეიტინგი

TOP-5 კომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი საჰაერო ტვირთი გადაზიდა - რეიტინგი

2023-03-20 12:00:37

2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2 თვის განმავლობაში Turkish Cargo-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით  688,179 ტონა ტვირთი გადაზიდა.

საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი​. იანვარ-თებერვალში ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 347,069 ტონა ტვირთს მოემსახურა.

ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარ-თებერვლის განმავლობაში 241,091 ტონა ტვირთი გაატარა.

2 თვის სტატისტიკური მაჩვენებლებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა თურქული ავიაკომპანია MNG Airlines-ი​, რომელმაც საანგარიშო პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 232,791 ტონა ტვირთი გადაზიდა.

რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ესპანური სატვირთო ავიაგადამზიდავი Swiftair-ი, რომელიც 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 91,088 ტონა ტვირთს მოემსახურა.

მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:

Turkish Cargo;

Georgian Airlines-ი;

Cargolux Airlines-ი;

MNG Airlines-ი;

Swiftair-ი.

ამავე თემაზე: 

​​​​​​​

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები