დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რამდენი უცხოელი სწავლობს საქართველოში

ცნობილია, რამდენი უცხოელი სწავლობს საქართველოში

2023-05-16 11:00:54

2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  25 069 სტუდენტი ირიცხებოდა, რაც  2021-2022 სასწავლო წლის მაჩვენებლებზე 43%-ით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, უცხოელი სტუდენტების 86%-ი მაგისტრატურაში, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამაზე ან რეზიდენტურაში სწავლობს, ხოლო დანარჩენი ბაკალავრიატში ან პროფესიულ პროგრამაზე.

უფრო კონკრეტულად, 2022-2023 სასწავლო წლის მდგომარეობით - ბაკალავრიატზე 3 498 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, მაგისტრატურაზე დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამაზე ან რეზიდენტურაში - 21 570 უცხოელი სტუდენტი, ხოლო 1 უცხოელი სტუდენტი კი  პროფესიულ პროგრამას ეუფლება. 

ირკვევა, რომ უცხოელი სტუდენტების 88%-ი ანუ  22 091 სტუდენტი საქართველოში ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით იღებს უმაღლეს განათლებას. 

აღსანიშნავია, რომ  საქსტატის ვებგვერდზე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა სტატისტიკა 2015-2016 სასწავლო წელიდან იძებნება.

თუ არსებულ მაჩვენებლებს 2022-2023 სასწავლო წელს შევადარებთ, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საქართველოში განათლების მიღების მსურველი უცხოელების რაოდენობა 277%-ით გაიზარდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები