დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, რომელ დარგშია ყველაზე მეტი დასაქმებული

ცნობილია, რომელ დარგშია ყველაზე მეტი დასაქმებული

2023-03-06 11:53:54

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ. 

ბიზნეს სექტორის დასაქმებულთა რაოდენობის სტრუქტურა, 2022 წლის IV კვარტალი

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 27.8%
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 12.6%;
  • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 9.9%;
  • მშენებლობა - 8.5%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.0%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 5.7%;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 5.0%;
  • სხვა დარგები - 22.5%;

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 741.0 ათასი კაცით განისაზღვრა. ამასთან, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები