დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ ბანკი Tochka სანქცირებულია, მასთან ურთიერთობას არც ერთი ქართული ბანკი დაიჭერს - სებ

თუ ბანკი Tochka სანქცირებულია, მასთან ურთიერთობას არც ერთი ქართული ბანკი დაიჭერს - სებ

2023-04-28 13:31:10

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ რუსული ციფრული ბანკი Tochka, ამ მისი რომელიმე მფლობელი სანქცირებულია, ქართული საფინანსო სექტორი მასთან ურთიერთობას არ დაიწყებს.  

„თუ ეს ბანკი სანქცირებულია, მაშინ მასთან საკორესპონდენციო ურთიერთობას არც ერთი ბანკი არ დაიჭერს, შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ სანქცირებული ბანკი არ არის, მაშინ რისკი არ არის, არ აქვს მნიშვნელობა ეს გადარიცხვები რომელ ვალუტაში ხდება.

ამას ჩვენ შევისწავლით, ასევე კომერციულ ბანკებს დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენს გარეშე თუ ეს ბანკი ან მათი მფლობელები არიან სანქცირებულები, ქართული ბანკები მათთან ურთიერთობას არ დაიჭერენ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

გამოცემა Inc-ი ბანკის პრესრელიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Tochka, რუსი მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში იწყებს. რუსული გამოცემის ცნობით, თანხის ლარში გაგზავნა შესაძლებელი იქნება საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში. 

Точка Банк

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები